თეთრეულის დამხმარე
სამუშაო განაკვეთი: სრული

სასტუმრო Spark By Hilton არის თანამედროვე, 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ორთაჭალაში, რომელიც მოიცავს 103 ნომერს და გამოირჩევა მაღალი სტანდარტებითა და სტუმრებზე ორიენტირებული მომსახურებით. ვეძებთ პასუხისმგებლიან და ენერგიულ თანამშრომლებს თეთრეულის დამხმარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
• თეთრეულის შეგროვება, დახარისხება და შესაბამის განყოფილებებში გადანაწილება
• სუფთა თეთრეულის მომზადება და ნომრებში მიწოდება
• საწყობში თეთრეულის მოწესრიგება და მარაგების კონტროლში დახმარება
• სამუშაო სივრცის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
• ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა

კანდიდატის მოთხოვნები:
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
• ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
• გუნდური მუშაობის უნარი
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია

სამუშაო პირობები:
სამუშაო დრო: 09:00 – 18:00 (1 საათიანი შესვენებით); კვირაში 2 დასვენების დღე (მცოცავი)

ჩვენ გთავაზობთ:
• კვებას სამუშაო დღის განმავლობაში
• სტაბილურ სამუშაო გარემოს
• პროფესიული განვითარების შესაძლებლობას საერთაშორისო ბრენდის ფარგლებში

 

ფოტო

შეავსეთ აპლიკაცია

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!